რუსთავში, საწარმო "რუსთავის აზოტში" ხარაჩო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.